დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი იწყება

ნიუ-იორკში -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს სასამართლო პროცესი იწყება.
სასამართლო პროცესი აშშ-ის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან დონალდ ტრამპი ქვეყნის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
დონალდ ტრამპს ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებისთვის ნიუ-იორკის სასამართლომ ბრალი 34 პუნქტით წაუყენა. საქმე 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელის გასაჩუმებლად 130 000 დოლარის გადახდას ეხება. 2018 წელს სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მაიკლ კოენს 3 – წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი, დონალდ ტრამპი დანაშაულს არ აღიარებს.
მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ექვსიდან რვა კვირამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს