ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
1 მარკო რუბიო, ფლორიდის სენატორი (მარჯვნივ) შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზეა ნომინირებული. 53 წლის რუბიო ჩინეთის, კუბისა და ირანის წინააღმდეგ მკაცრი გამოსვლებით გამოირჩევა. ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და დაზვერვის კომიტეტის ვიცეთავმჯდომარეა.
2 ტელეკომპანია “ფოქს-ნიუსის” (Fox News) წამყვანი პიტ ჰეგსეთი ამერიკის თავდაცვის მდივნის პოსტზე დაასახელეს. 44 წლის ომის ვეტერანი შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის რეზერვისტიცაა. პენტაგონის მომავალმა შეფმა უნდა უხელმძღვანელოს შეერთებული შტატების თავდაცვის უზარმაზარ დეპარტამენტს, რომელშიც ერთიანდება 800 000-ზე მეტი თანამშრომელი და ორმილიონიანი ამერიკული არმიის შემადგენლობა.
3 წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი მეტ გაეცი ნომინიტრებულია შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პოსტზე. 5 ნოემბერს მეტ გაეცი ფლორიდელმა ამომრჩევლებმა კონგრესში მეხუთე ვადით აირჩიეს, მაგრამ 42 წლის გაეცი 13 ნოემბერს, პოსტიდან მოულოდნელად გადადგა.
4 ერაყის ომის ვეტერანი ტულსი გაბარდი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ჰავაიდან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე დაასახელეს. 43 წლის გაბარდი წარსულში დემოკრატი იყო და 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. 2022 წელს მან პარტია დატოვა და რესპუბლიკელი გახდა.