დონალდ ტრამპის მრჩეველი – რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება -ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, სტივენ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება -ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ეს არის საკითხი, რომელსაც პრეზიდენტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინა პლანზე აყენებს, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მოგვარება“, – განუცხადა მილერმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მთავარი მიზანი ევროპაში მშვიდობის მიღწევა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისა და განადგურების შეჩერებაა.
ამასთან, ტრამპის მრჩეველმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა აშშ-ის ადმინისტრაციის ახალ გეგმაზე, რომლის მიზანიც, მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დასრულებაა.
შეგახსენებთ, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლოდ თანამშრომლობს რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულების ახალი გეგმის შესამუშავებლად. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, გეგმა უკვე გააცნეს უკრაინას, რომელიც მას მიუღებლად მიიჩნევს. მოგვიანებით, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შემუშავებაში კატარი და თურქეთი მონაწილეობენ და რომ ისინი მხარს უჭერენ აშშ-ის შუამავლობის ძალისხმევას.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”