დონალდ ტრამპის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში – პრეზიდენტ ტრამპს ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკების დასაწყებად 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა

თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი, კევინ ჰასეტი უარყოფს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტ ს მიერ დაწესებული ტარიფები ამერიკელ მომხმარებლებს უფრო ძვირი დაუჯდებათ.
„ფაქტია, ქვეყნები გაბრაზებულები არიან და სამაგიეროს იხდიან და, სხვათა შორის, [მოლაპარაკებების] მაგიდასთან მოდიან. მივიღე ანგარიში -ის სავაჭრო წარმომადგენლისგან, რომ 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა პრეზიდენტს მოლაპარაკების დასაწყებად. ისინი ამას აკეთებენ, რომ ესმით, ბევრი ტარიფი ეკისრებათ. არ ვფიქრობ, რომ დაინახავთ დიდ ეფექტს მომხმარებელზე აშშ-ში“, – აღნიშნა კევინ ჰასეტმა.
კითხვაზე, რატომ არ შეიყვანა პრეზიდენტმა ტრამპმა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ტარიფები უწესდებათ, ჰასეტმა უპასუხა: „აშკარაა,რუსეთთან და სთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ორი საკითხი არ გაეერთიანებია.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით სრულიად განსხვავებულად მოექცევიან, მაგრამ რუსეთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელიც არ ექვემდებარება ახალ ტარიფებს, არა? მოლაპარაკების შუაში არიან“, – აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – კაია კალასი სიმპათიური ქალია, მაგრამ რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს – არავინ ეკითხება კაია კალასს, რატომ აკეთებს მისი ქმარი ბიზნესს რუსეთში, რატომ იშოვა მილიონობით დოლარი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს

ნინო წილოსანი – პოლონეთის სანქციები გაგრძელებაა დასჯის იმ მეთოდებისა, რომელიც საქართველოს მიმართ ხორციელდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოაბრუნა