დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი რაიან რუთი ბრალს არ აღიარებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი რაიან რუთი ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
58 წლის რაიან რუთი, რომელსაც ბრალად -ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა ედება, წაყენებულ ხუთ ფედერალურ ბრალდებას არ აღიარებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესს ითხოვს.
ცნობისთვის, რაინ რუთი 15 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა, სროლა მოხდა. შეიარაღებული თავდამსხმელი ტრამპისგან 300-500 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა და სამართალდამცავებმა „აკ-47“, კამერა და ზურგჩანთები იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება