დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.
ფიცს ჯერ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანოს წინაშე, შემდეგ კი ფიცს დადებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.
ტრამპი ფიცს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დადებს. ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება. ამის მიზეზი კი ვაშინგტონში ძლიერი ყინვებია. ასეთი რამ ბოლოს 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს მოხდა.
-ის ყოფილი პრეზიდენტებიდან ტრამპის ფიცის დადებას დაესწრებიან , ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბილ კლინტონი.
ასევე ისტორიაში პირველად, ინაუგურაციაზე მიწვეულები არიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც. მიწვეულთა სიაში არიან: არგენტინის პრეზიდენტი , იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნაბოა, სალვადორის პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე.
ცერემონიაზე მიწვეული იყო ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც, რაზეც მან უარი თქვა, თუმცა ინაუგურაციას დაესწრება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მიწვეულ სტუმრებს შორის იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი , რომელიც ვაშგინგტონში ვერ ჩავა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ორბანი სხვა ღონისძიებას უნდა დაესწროს.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…