დონალდ ტრამპის ინაუგურაციას „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრება

-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც იცით, „საქართველოს ბანკის“ ჯგუფი, რომელიც მათ შორის მოიცავს სომხეთში უმსხვილეს ბანკს – „ამერიაბანკს“, არის დასავლური კაპიტალით დაფინანსებული.
„უმსხვილესი ინვესტორები არიან Blackrock, JPMorgan, Fidelity და ასე შემდეგ. პირველ ორს, 5%-ზე მეტი წილი აქვს თითოს ჩვენს ჰოლდინგში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფია. ვიმყოფები ვაშინგტონში რომ დავესწრო დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე ღონისძიებას. აქ ვიმყოფები ბიზნესწრეების მოწვევით.
ამერიკა კაპიტალის და ინოვაციების ყველაზე დიდი წყაროა მსოფლიოში!” – წერს გაჩეჩილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას