დონალდ ტრამპის თქმით, ომის დასასრულებლად რუსეთზე “დიდ ზეწოლას” ახდენს

აშშ-ს პრეზიდენტის, ს თქმით, იგი რუსეთზე “დიდ ზეწოლას” ახდენს, რათა ომი დასასრულამდე საბოლოოდ მივიდეს.

ამის შესახებ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერმინისტრ იონას გარ სტორთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რეპორტიორის შეკითხვას, თუ რატომ არ ახდენდა მეტ ზეწოლას იგი რუსეთზე, ტრამპმა უპასუხა, რომ “არც კი იცით, რამხელა ზეწოლას ვახდენ რუსეთზე”.

“დიდ ზეწოლას ვახდენ [რუსეთზე]. არც კი იცით, რამხელა ზეწოლას ვახდენ რუსეთზე. ჩვენ ძალიან დიდ ზეწოლას ვახდენთ რუსეთზე და ეს რუსეთმა იცის. ეს იციან მასთან დაახლოებულმა ადამიანებმაც.

ვფიქრობ, [პუტინს] შეთანხმების მიღწევა სურს. ჩვენ ამას ძალიან მალე გავიგებთ. თუმცა ტანგოსთვის ორია საჭირო. საც უნდა სურდეს შეთანხმების მიღწევა. მათ ძალიან ძლიერი დარტყმა მიიღეს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ მათ შეთანხმების დადება სურთ”. – თქვა ტრამპმა.

ამავე პრესკონფერენციაზე -ს პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთმა დათმობის სახით ომის დასრულება და ქვეყნის მთლიანად “არწაღება” შესთავაზა.

რეპორტიორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რას ითვალისწინებს ს მიერ შეთავაზებული ის დათმობა, რომელიც მხარეებს მშვიდობასთან მიიყვანს ახლოს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ომის დასრულებაა.

ცნობისთვის, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში პარიზში უკრაინასთან და ევროპელ მოკავშირეებთან  გამართულ  შეხვედრაზე ტრამპის გუნდი გამოვიდა წინადადებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მ რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული უკრაინული რეგიონი, რუსეთის ნაწილად აღიაროს, ხოლო მიმდინარე ომის ფრონტის ხაზი გაიყინოს.

უკრაინის პრეზიდენტ ს მრავალჯერ განუცხადებია, რომ ნახევარკუნძულს მოსკოვს არ გადასცემს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს ზელენსკის საპასუხოდ Truth Social-ზე დაწერა, რომ “ზელენსკის არავინ სთხოვს ყირიმის აღიარებას” და მისი განცხადებები “რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დამაზიანებელია”.

წყარო