დონალდ ტრამპის და კამალა ჰარისის დებატები 10 სექტემბერს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები და ერთმანეთს 10 სექტემბერს სატელევიზიო დებატებში შეხვდებიან. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC-მ განაცხადა, რომელიც დებატებს მასპინძლობს.
“ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურეს დებატებში მონაწილეობა”, – იტყობინება ტელეარხი სოციალურ ქსელ X-ზე.
დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს ტრამპთან დებატებში.
მანამდე, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს – 4, 10 და 25 სექტემბერს. ტრამპის თქმით, ეს თარიღები უკვე შეთანხმებულია ტელეკომპანიებთან – ABC, Fox News და NBC. კამალა ჰარისის გუნდს 4 და 25 სექტემბერთან დაკავშირებით მონაწილეობა არ დაუდასტურებია.