ს და ს შეხვედრაზე დასწრება მარკ რუტემ, კირ სტარმერმა და ჯორჯია მელონიმ დაადასტურეს

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ორშაბათს ვაშინგტონში -სა და უკრაინის პრეზიდენტების, ს და ს შეხვედრას დაესწრება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინფორმაციას ორგანიზაციაში ადასტურებენ.
ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დაადასტურა, რომ ის ხვალ პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება.
ცნობისთვის, მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადეს, რომ ვაშინგტონში ჩავლენ და დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი