დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ

დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ.
„დღეს დილით კარგი საუბარი მქონდა ტაილანდის პრემიერ-მინისტრთან, ანუტინ ჩარნვირაკულთან და კამბოჯის პრემიერ-მინისტრთან, ჰუნ მანეტთან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის განახლების შესახებ. შეთანხმდნენ, რომ დღეს საღამოდან ცეცხლს შეწყვეტენ და პირვანდელ სამშვიდობო შეთანხმებას დაუბრუნდებიან“, – წერს -ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
მისი თქმით, „ორივე ქვეყანა მზადაა მშვიდობისთვის და -სთან ვაჭრობის გაგრძელებისთვის“.
ამასთან, ტაილანდის პრემიერ-მინისტრის, ანუტინ ჩარნვირაკულის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპს სთხოვა, რომ კამბოჯას საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდოს.
„პრეზიდენტ ტრამპს ავუხსენი, რომ ჩვენ კამბოჯის წინააღმდეგ აგრესორები არ ვართ, მაგრამ ჩვენ მათ პასუხს ვუბრუნებთ“, – აღნიშნა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაპირისპირება მიმდინარე კვირის დასაწყისში განახლდა. ორივე ქვეყნის მონაცემების მიხედვით, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 260-ზე მეტი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”