დონალდ ტრამპის განცხადებით, 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს. -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბაჰრეინის მემკვიდრე პრინცთან, სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 150-ზე მეტ ქვეყანას ერთ წერილს გაუგზავნის, სადაც ტარიფების დონე იქნება განსაზღვრული.
„ეს ყველასთვის იგივე იქნება, ამ ჯგუფისთვის ერთნაირი იქნება. ისინი დიდი ქვეყნები არ არიან და იმდენი ბიზნესი არ აქვთ, რამდენიც მათ, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგალითად, ჩინეთსა და იაპონიას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა აპრილში ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი საბაზისო ტარიფი გამოაცხადა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონალდ ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს, კანადას, იაპონიას, მოლდოვას, ბრაზილიასა და სხვებს ტარიფების შესახებ აცნობა იმ შემთხევაში, თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა