დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე ესაუბრა

ჩვენ ნამდვილად კარგი შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესახებ კომენტირებისას გამოცემა New York Post-ს განუცხადა.
ტრამპის თქმით, ბაიდენმა და მან განიხილეს ორი საკითხი, რომელზეც წარსულში ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი ჰქონდათ : ომი უკრაინაში და ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი.
“მინდოდა – ვკითხე მისი შეხედულებები და მან გამიზიარა. ჩვენ ასევე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთის შესახებ. მინდოდა გამეგო მისი შეხედულებები სად ვართ და რას ფიქრობს და მან გამიზიარა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ბაიდენთან მორიგი შეხვედრა თეთრ სახლში მის ინაუგურაციამდე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..