დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი მის წინააღმდეგ ორი საქმის შეწყვეტას მოითხოვს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს განცხადებით, მისი ინფორმაციით, -ის ამჟამინდელი ლიდერი, მის წინააღმდეგ ორი საქმის შეწყვეტის ბრძანებას გასცემს, – ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს, რომელსაც ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა.
„მან თქვა : „ჩვენი ცნობებით“, ბაიდენი უბრძანებს იუსტიციის სამინისტროს, შეწყვიტოს ტრამპის სისხლისსამართლებრივი დევნა ორ საქმეზე. ჯერჯერობით, ამის საჯარო ნიშანი არ არსებობს“, – წერს New York Post-ი.
ამასთან, გამოცემასთან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აფასებს სატელეფონო ზარს ჯო ბაიდენისგან, რაც, მისი თქმით, „კარგი და ძალიან კარგია“.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენსა და მას შორის ამიერიდან უფრო ცივილური კამპანია იქნება, თუმცა, დონალდ ტრამპს დეტალებზე არ უსაუბრია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის