დონალდ ტრამპის განცხადებით, წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ ისრაელი ირანს დაარტყამდა

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით წინასწარ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ირანზე დარტყმებს განახორციელებდა და ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, – ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„ირანს არ შეიძლება ბირთვული ბომბი ჰქონდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ. ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან“, – აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, აკვირდება ნებისმიერ საპასუხო ქმედებას და -ის ცენტრალური სარდლობა მაღალი დონის მზადყოფნაშია. დონალდ ტრამპის მტკიცებით, აშშ მზადაა დაიცვას საკუთარი თავი და ისრაელი, თუ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს.
Fox News-ის ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის საგანგებო სიტუაციების კაბინეტში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს, სადაც ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს განიხილავენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ტრამპი პრემიერ-მინისტრ ს ტელეფონით ესაუბრა.
პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს გონივრული წინადადება წარუდგინა და პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში