დონალდ ტრამპის განცხადებით, წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, -მა უკრაინისთვის უკვე უზრუნველყო 350 მილიარდი დოლარი, უამრავი სამხედრო ტექნიკა და ბრძოლის გაგრძელების უფლება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, პარასკევს ვაშინგტონში ჩავიდეს ხელი მოაწეროს “ძალიან დიდ გარიგებას”, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„გავიგე, რომ პარასკევს მოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღებია, თუ მას სურს ხელი მოაწეროს ჩემთან ერთად. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა, ძალიან დიდი საქმეა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.
კითხვაზე, თუ რას მიიღებს წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ -მა უკრაინისთვის უკვე უზრუნველყო 350 მილიარდი დოლარი, უამრავი სამხედრო ტექნიკა და ბრძოლის გაგრძელების უფლება.
შეგახსენებთ, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტის პირობებზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის, რაც შეეხება დებატებს, არ არსებობს იმის ვარიანტი, ერთსაათიან დებატში პრემიერთან რამეს მიაღწიო, ეს არის ფიგურული სრიალი