დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100%-იან ტარიფებს დააწესებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100%-იან ტარიფებს დააწესებს.
„ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით უკიდურესად აგრესიული პოზიცია დაიკავა და მსოფლიოს მტრულად განწყობილი წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან ის ფართომასშტაბიან ექსპორტის კონტროლს დააწესებს პრაქტიკულად ყველა პროდუქციაზე, რასაც აწარმოებს და ზოგიერთზე, რომელსაც საერთოდ არ აწარმოებს. ეს ყველა ქვეყანას ეხება და ნათელია, რომ მათ ეს გეგმა წლების წინ შეიმუშავეს“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან ჩინეთის წინააღმდეგ ამჟამად მოქმედ ტარიფებთან ერთად, დამატებით 100%-იან ტარიფებს დააწესებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთმა ეს უპრეცედენტო პოზიცია დაიკავა, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან (ან უფრო ადრე, ჩინეთის შემდგომი ქმედებების ან ცვლილებების მიხედვით), ჩინეთის წინააღმდეგ იმ ტარიფებზე დამატებით, რომლებსაც ისინი უკვე იხდიან, 100%-იან ტარიფებს დააწესებს. ასევე, 1-ელ ნოემბერს ჩვენ ექსპორტის კონტროლს დავაწესებთ ყველა კრიტიკულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას