ს განცხადებით, შობის დღესასწაულის მიუხედავად, უკრაინის, რუსეთისა და ჩინეთის საკითხებს უნდა დაუბრუნდეს

-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი მელანია ტრამპი სანტა კლაუსის მოლოდინში მყოფ ბავშვებს, საპრეზიდენტო ტრადიციის თანახმად, ტელეფონით ესაუბრნენ.
მათ ბავშვებს ჰკითხეს, რას ელოდნენ სანტასგან და ჰქონდათ თუ არა რაიმე შეკითხვები მასთან.
„სანტა ძალიან კარგი ადამიანია. გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდ სანტას არ შემოვუშვებთ. სანტა კარგია. სანტას უყვარხარ. სანტას უყვარს ოკლაჰომა, ისევე როგორც მე. იცით, ოკლაჰომა ძალიან კარგი იყო ჩემს მიმართ არჩევნებში. ამიტომ მიყვარს ოკლაჰომა. არასდროს დატოვო ოკლაჰომა, კარგი?“ – უთხრა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ბავშვს ოკლაჰომას შტატიდან.
პრეზიდენტმა შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეუძლია ბავშვების ზარებს მთელი დღის განმავლობაში უპასუხოს, მაგრამ რუსეთთან, ჩინეთთან, სთან და სხვა თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს უნდა დაუბრუნდეს.
„შეგვიძლია, ეს მთელი დღე გავაგრძელოთ, მაგრამ უნდა დავუბრუნდეთ ჩინეთს, რუსეთს, ს. სხვა საქმეებსაც უნდა დავუბრუნდეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის