დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს

-ის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს, – ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში მსოფლიოს უდიდესი IT კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან საუბარს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
„დიახ, ვისაუბრებ. ჩვენ ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს. შვიდი ომი მოვაგვარე“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ფიქრობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უფრო მარტივი მოსაგვარებელი იქნებდა.
„აღმოჩნდა, რომ ცოტა უფრო რთულია. მაგრამ მეგონა, უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო, პუტინთან, უკრაინასთან ჩემი დამოკიდებულების გამო და სხვა ყველაფრის გამო“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე კვირაში 7014 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ჯარისკაცები.
„ისინი ისეთი მასშტაბით იღუპებიან, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია