დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსკოვში დაკავებულ Wall Street Journal-ის რეპორტიორს ვლადიმერ პუტინი მისი თხოვნით გაათავისუფლებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსკოვში დაკავებულ Wall Street Journal-ის რეპორტიორს მისი თხოვნით გაათავისუფლებს.
როგორც ტრამპი აცხადებს, ამერიკელი რეპორტიორი ოჯახს მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც -ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლის და ის პრეზიდენტი გახდება.
„ევან გერშკოვიჩს, Wall Street Journal-ის რეპორტიორს, რომელიც ს მიერ არის დაკავებული, არჩევნების შემდეგ თითქმის მაშინვე გაათავისუფლებენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა იქამდე, სანამ თანამდებობას დავიკავებ. ის სახლში, უსაფრთხოდ და ოჯახთან ერთად იქნება“, – წერს საკუთარ სოციალურ ქსელში.
„რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამას ჩემთვის გააკეთებს, მაგრამ სხვა არავისთვის და ჩვენ არაფერს გადავიხდით“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ევან გერშკოვიჩი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავა. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Wall Street Journal-ის რეპორტიორი წინასწარ პატიმრობაში 30 ივნისამდე დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”