დონალდ ტრამპის განცხადებით, მომდევნო თვიდან ევროკავშირისა და მექსიკისთვის 30%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კლაუდია შეინბაუმს წერილები გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს.
„ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულ და ღია ბაზარზე წვდომის უფლებას მისცემს, რათა უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი შემცირდეს. თუ თქვენ რაიმე მიზეზით ტარიფებს გაზრდით ან საპასუხო ზომებს მიიღებთ, მაშინ ის რაოდენობა რა რაოდენობითაც თქვენ გაზრდით, ჩვენ მიერ დაწესებულ 30%-ს დაემატება“, – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში.
მექსიკის პრეზიდენტისთვის, კლაუდია შეინბაუმისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მექსიკა მას აშშ-ის „საზღვრის დაცვაში ეხმარება, თუმცა ეს საკმარისი არ არის“.
„მექსიკამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო კარტელების შეჩერება, რომლებიც ცდილობენ მთელი ჩრდილოეთ ამერიკა ნარკოტრეფიკინგის სათამაშო მოედანად აქციონ. ცხადია, მე ამას ვერ დავუშვებ“, – აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება