დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში მიმდინარე კვირას – რუსეთისთვის მიცემული 10-დღიანი ვადის ამოწურვამდე ჩავა

-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მიმდინარე კვირაში ჩავა. მისივე თქმით, უიტკოფი რუსეთს 10-დღიანი ვადის ამოწურვამდე ესტუმრება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მისცა.
როგორც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განაცხადა, ვიზიტი 6 ან 7 აგვისტოს გაიმართება.
14 ივლისს -ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ მეორედ 100%-იან ტარიფს დააწესებს, თუ 2 სექტემბრამდე უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა.
მოგვიანებით ტრამპმა ეს ვადა 10 დღემდე შეამცირა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: მხოლოდ იანვარში 56 მილიონი დოლარის ნავთობია გატანილი – ან ეს არის იმპორტირებული ნავთობი, რომელსაც სახელი ეცვლება და ექსპორტზე გადის, ან შემოდის რუსული ნედლი ნავთობი და ყულევის ტერმინალში გადამუშავდება