დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება.
CNN-ის ინფორმაციით, მაიამიში, მომავალი საინვესტიციო ინიციატივების ინსტიტუტის სამიტზე ტრამპმა ახლო აღმოსავლეთსა და ში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა.
„სწრაფად ვმოქმედებ მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად – მე მინდა მშვიდობა და არ მინდა ვიხილო, როგორ ხოცავენ ყველას. შეხედეთ სიკვდილს ახლო აღმოსავლეთში და სიკვდილს, რომელიც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც გრძელდება და ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ ის. მესამე მსოფლიო ომი არავის სარგებელს არ მოუტანს და ამისგან არც ისე შორს ხართ, ახლავე გეტყვით, არც ისე შორს ხართ. ჩვენ რომ [პრეზიდენტ ს] ადმინისტრაცია კიდევ ერთი წელი გვყოლოდა, თქვენ იქნებოდით მესამე მსოფლიო ომში და ახლა ეს აღარ მოხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად, ამიტომ არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირებულია

ირაკლი კობახიძე – გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, რაც შეეხება შიმშილობას, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას

ირაკლი კობახიძე – სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ბევრი აქვთ დასამალი – მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას