დონალდ ტრამპის განცხადებით, მაიკ უოლცს გაეროში -ის ელჩად წარადგენს, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობებს დროებით მარკო რუბიო შეასრულებს

მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის თანამდებობას ტოვებს და გაეროში -ის ელჩის თანამდებობაზე იქნება ნომინირებული. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, პლატფორმა Truth Social-ზე ავრცელებს.
“მიხარია დავაანონსო, რომ გაეროში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად მაიკ უოლცს წარვადგენ…
დროებით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობებს, პარალელურად კი თავის ძლიერ ლიდერობას გააგრძელებს სახელმწიფო დეპარტამენტში”, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…