ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აშშ-ის პრეზიდენტი ავრცელებს.
„კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავო პეტროსთან საუბარი დიდი პატივი იყო, რომელმაც დარეკა, რომ ნარკოტიკებთან და ჩვენ შორის არსებულ უთანხმობებთან დაკავშირებული ვითარება აეხსნა“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, პეტროს „ზარსა და ტონს აფასებს და უახლოეს მომავალში მასთან შეხვედრას მოუთმენლად ელის“.
„შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში შედგება“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ვენესუელაში ოპერაციის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს „ავადმყოფი კაცი“ უწოდა და კოლუმბიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.
„ოპერაცია „კოლუმბია“ ჩემთვის კარგად ჟღერს“, – აღნიშნა ტრამპმა.




