დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს გააორმაგებს და 50%-მდე გაზრდის

დონალდ ტრამპი -ში კანადიდან შესულ ფოლადსა და ალუმინზე დაგეგმილი ტარიფის 25-დან 50%-მდე გაზრდას გეგმავს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ის პლატფორმაზე წერს.
ტრამპის თქმით, დაგეგმილი ტარიფის გაორმაგება დაკავშირებულია კანადის გადაწყვეტილებასთან 25%-იანი ტარიფი დაუწესოს აშშ-ში ექსპორტზე გასულ ელექტროენერგიას.
“ასევე კანადამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს თავისი 250-დან 390%-მდე ფერმერების ანტიამერიკული ტარიფი სხვადასხვა ამერიკულ რძის პროდუქტზე, რომელიც დიდი ხანია აღმაშფოთებლად მიიჩნევა. უახლოეს მომავალში ელექტროენერგიაზე ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ, საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე”, – წერს ტრამპი.