დონალდ ტრამპის განცხადებით, კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ს განცხადებით, კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა.
„წესები მძინარე ჯოსთან ჩემი დებატების წესების მსგავსი იქნება, რომელსაც მისი პარტია საშინლად მოექცა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ცნობით, დებატები პენსილვანიის შტატში გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა -ის ვიცე-პრეზიდენტი, დონალდ ტრამპთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას.
ცნობისთვის, გუშინ, კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო ნომინაციის მისაღებად „დემოკრატიული პარტიის“ დელეგატებისგან საკმარისი რაოდენობის ხმები მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ