ს განცხადებით, ის რუსული ნავთობის ყიდვაზე უნგრეთის სანქციებისგან გათავისუფლებას განიხილავს

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ის რუსული ნავთობის ყიდვაზე უნგრეთის სანქციებისგან გათავისუფლებას განიხილავს.
-ის პრეზიდენტის თქმით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ უნგრეთს ზღვაზე წვდომა არ გააჩნია.
„მათთვის [უნგრეთისთვის] ძალიან რთულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის სხვა რეგიონებიდან მიღება. ზღვა არ აქვთ, პორტები არ აქვთ, ამიტომ სერიოზულ პრობლემას აწყდებიან. თუ შევხედავთ იმას, რაც ხდება ევროპაში, მათგან ბევრ ქვეყანას არ აქვს მსგავსი პრობლემები და სგან ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდ მოცულობებს ყიდულობენ, და, როგორც იცით, ეს ძალიან მაწუხებს“, – განაცხადა ტრამპმა.
ორბანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უნგრეთი ნავთობს „დრუჟბას“ ნავთობსადენიდან იღებს, რომელიც ძირითადი წყაროა, ასევე არის ხორვატიული ნავთობსადენი, მაგრამ ის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მეორეხარისხოვანი და დამხმარეა.
„გვსურს ხორვატიის ხელისუფლება მისი [ნავთობსადენის] სიმძლავრის გაზრდაში დავარწმუნოთ, რათა მეტის მოწოდების შესაძლებლობა გაჩნდეს. არსებულ პირობებში ის არ შეიძლება ძირითადი ნავთობსადენი იყოს“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალში ინვესტიციების გაზრდის პირობებში ვითარება შეიძლება შეიცვალოს.