დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დონბასის მთელი ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა არ შეუთავაზებია

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს გამართულ დაძაბულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთისთვის ტერიტორიების დიდი ნაწილის დათმობა შესთავაზა, – ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.
„შეხვედრა დასრულდა (ტრამპის) გადაწყვეტილებით, დაიდოს შეთანხმება იქ, სადაც ჩვენ ვართ, დემარკაციის ხაზზე“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
ტრამპმა ეს პოზიცია კვირას ჟურნალისტებთან საუბრისასაც დააფიქსირა.
„ვფიქრობთ, რომ ისინი უბრალოდ უნდა გაჩერდნენ იმ ხაზებზე, სადაც არიან, საბრძოლო ხაზებზე. დანარჩენზე მოლაპარაკება ძალიან რთულია, თუ აპირებთ თქვათ: „თქვენ ამას აიღებთ, ჩვენ იმას ავიღებთ“,“ – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამასთან, კითხვაზე, უთხრა თუ არა მან ზელენსკის, რომ უკრაინამ მთელი დონბასის რეგიონი რუსეთს უნდა დაუთმოს, ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.
„არა. დაე, ისე იყოს გაყოფილი, როგორც არის. ის ახლა გაყოფილია. ვფიქრობ, ტერიტორიის 78% უკვე რუსეთს აქვს დაკავებული“, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყნებს შეუძლიათ, „მოგვიანებით რაღაცაზე მოლაპარაკება“.
Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვერა აშკარა იმედგაცრუება იყო ზელენსკისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ ტრამპს დაარწმუნებდა, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის ტიპის რაკეტები მიეწოდებინათ, რომელსაც რუსეთის სიღრმეში დარტყმა შეუძლია. კვირა საღამოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტიება Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ტრამპის პოზიციაზე დიდი გავლენა მოახდინა ვლადიმერ პუტინთან წინა დღეს გამართულმა საუბარმა. Washington Post-ის ცნობით, ამ საუბრის დროს პუტინმა ტერიტორიული გაცვლა შესთავაზა, რომლის თანახმადაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს დათმობდა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცირე ნაწილების სანაცვლოდ.
ორი წყაროს ცნობით, იმათ შორის, ვინც ყველაზე აგრესიულად მოუწოდებდა უკრაინელებს, ტერიტორიების გაცვლასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმებულიყვნენ, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი იყო. ერთ-ერთი წყაროს თქმით, უიტკოფმა ახსენა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ