დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში სტივ უიტკოფთან ერთად, შესაძლოა, ჯარედ კუშნერიც შეხვდეს

მინდა, რომ ეს დასრულდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, აწესებს თუ არა ახალ ვადას უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის მისაღებად, ტრამპმა უპასუხა: „იცით, რა არის ჩემთვის ვადა? როდესაც ეს დასრულდება“.
-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ გარკვეული სადავო საკითხები ტერიტორიას ეხება.
„საზღვრის გაწმენდის მცდელობისას, სახლის შუაგულში გავლა არ შეიძლება. გზატკეცილის შუაგულში გავლა არ შეიძლება. ამიტომ, ისინი ცდილობენ რაღაცის გაკეთებას, ეს რთული პროცესია“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, დათანხმდა ზოგიერთ საწყის ნაბიჯს.
„ისინი დათმობებზე მიდიან. მათი დიდი დათმობა ის არის, რომ წყვეტენ ბრძოლას და აღარ იკავებენ ტერიტორიებს“, -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მომავალ კვირას მოსკოვში გაემგზავრება ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად და, შესაძლოა, მასთან ერთად მისი სიძე ჯარედ კუშნერიც წავიდეს.
„არ ვარ დარწმუნებული ჯარედის წასვლაში, მაგრამ ის პროცესშია ჩართული, ჭკვიანი ახალგაზრდაა. ვფიქრობ, ისინი მომავალ კვირას მოსკოვში პრეზიდენტ პუტინს შეხვდებიან“, – აღნიშნა ტრამპმა.