დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირისა და ჩინეთის მიმართ ტარიფების დაწესებას განიხილავს

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირისა და ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას განიხილავს.
-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე 10%-იანი ტარიფების დაწესებას 1-ელი თებერვლიდან გეგმავს.
„რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ამის შესახებ საუბარი მქონდა. ვუთხარი, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაგავი არ გვინდა. ეს უნდა შევაჩეროთ. საუბარია ჩინეთის წინააღმდეგ 10%-იანი ტარიფების დაწესებაზე იმის საფუძველზე, რომ ისინი ფენტანილს მექსიკასა და კანადაში აგზავნიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი აშშ-ს ძალიან ცუდად ექცევა.
„ჩინეთი უფლებებს ბოროტად იყენებს, მაგრამ ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა. ამიტომ, შეიძლება ტარიფები დაუწესდეთ. ეს სამართლიანობის მისაღწევად ერთადერთი გზაა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას