დონალდ ტრამპის განცხადებით, -ს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლება არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, -ს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლება არ მიუცია.
აშშ-ის პრეზიდენტი გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას დასავლელი პარტნიორების მიერ გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა.
დონალდ ტრამპმა WSJ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ყალბი ამბავი“ უწოდა.
„აშშ-ს ამ რაკეტებთან კავშირი არ აქვს. არ აქვს კავშირი იმასთან, თუ საიდანაც მოხდება მათი მიწოდება ან როგორ გამოიყენებს მათ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა