დონალდ ტრამპის განცხადებით, მალე მიიღებს ზომებს ვენესუელელი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ხმელეთზე

აშშ ძალიან მალე დაიწყებს ზომების მიღებას ხმელეთზე ვენესუელელი ნარკოდილერების შესაჩერებლად, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ალბათ შეამჩნიეთ, რომ ხალხს არ სურს ზღვით ტვირთის მიწოდება და ჩვენ მათი ხმელეთით შეჩერებასაც დავიწყებთ. ხმელეთით უფრო ადვილია, მაგრამ ეს ძალიან მალე დაიწყება“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვენესუელასთან დაკავშირებულ ვარიანტებს განიხილავს რათა აშშ-ში ნარკოტიკების უკანონო შეტანას ებრძოლოს.
აშშ-ის ჯარებმა სექტემბრიდან კარიბის ზღვის აუზსა და წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდავ ნავებზე მინიმუმ 21 თავდასხმა განახორციელეს, რასაც 83 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ