აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კონკურენტ კამალა ჰარისთან კიდევ ერთ დებატს არ გამართავს.
„პირველი, რასაც მოკრივე ბრძოლაში დამარცხების შემდეგ აკეთებს, რევანშის მოთხოვნაა. ახლა უკვე ძალიან გვიანია, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია და რევანში არ იქნება. გარდა ამისა, კამალამ ნათლად განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისგან განსხვავებულს არაფერს გააკეთებს, ამიტომ დებატები არაფრის შესახებ არის გასამართი“, – წერს „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამასთან, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინასწარი გამოკითხვების მიხედვით ყველა მნიშვნელოვან შტატში ლიდერობს.
მანამდე, სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ Fox News-მა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს დებატების შემდეგი რაუნდის გამართვა შესთავაზა.