დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება ისე, რომ რამდენიმე წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს – მარკო რუბიო

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება ისე, რომ რამდენიმე წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს. ამის შესახებ -ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS Mornings-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„კონფლიქტი უნდა დასრულდეს და შეერთებული შტატების პოლიტიკა მიზნად ისახავს მის დასრულებას. ჩვენ გვსურს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ მის დასრულებაში. ჩვენ არ გვსურს უბრალოდ კონფლიქტის დასრულება და შემდეგ მისი განახლება ორ, სამ ან ოთხ წელიწადში. ჩვენ გვსურს სტაბილურობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა რუბიომ.
ამასთან, -ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამჟამად იხდის უდიდეს საფასურს თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურით, ადამიანებით და დაკარგული სიცოცხლეებით, მილიონობით უკრაინელით, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა და საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
მარკო რუბიოს აზრით, ყველა ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, რადგან მას სურს, ხელი შეუწყოს მსოფლიოში მშვიდობას და დაასრულოს ეს კონფლიქტები.