დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ომის დასრულება სურს, ევროპა კი ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ომის დასრულება სურს, ევროპა კი ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვს. ამის შესახებ ლავროვმა ერთ-ერთ რუსულ მედიაჰოლდინგთან ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუს ტექსტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჯო ბაიდენის ვადის შემდეგ მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, იხელმძღვანელონ საღი აზრით. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ სურთ ომის დასრულება, სურთ მშვიდობა. ვინ ითხოვს ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას?“ – ევროპა“, – თქვა ლავროვმა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პრაგმატული ადამიანია, მისი ლოზუნგი საღი აზრია, თუმცა მისი მიზანი მაინც MAGA-ა, რაც ნიშნავს „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“. რაც შეეხება უკრაინაში მშვიდობისმყოფელების შესაძლო განთავსების გეგმას, ამას კიევის რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ წაქეზებად აფასებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამით ომის პირველადი მიზეზები არ გაქრება.
სერგეი ლავროვმა ერ-რიადში რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს იყო ორი დელეგაციის სავსებით ნორმალური საუბარი.
„არასდროს გვექნება ერთნაირი აზრები მსოფლიო პოლიტიკის თითოეულ საკითხზე. ჩვენ ვაღიარეთ ეს ერ-რიადში და ამერიკელებმაც ეს აღიარეს. მათ ეს თავად თქვეს. იქ, სადაც ჩვენ ვხედავთ ინტერესების თანხვედრას, საღი აზრი გვკარნახობს, რომ სისულელე იქნებოდა, არ გამოვიყენოთ ის, რათა გარდაქმნათ ის რამე პრაქტიკულ საქმეებში და მივიღოთ ურთიერთმომგებიანი შედეგები. იქ, სადაც ინტერესები არ ემთხვევა (ეს ასევე თქვა -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ), პასუხისმგებლიანი სახელმწიფოების ვალდებულებაა, არ დაუშვან, რომ ეს შეუსაბამობა დეგრადირდეს კონფრონტაციაში. ეს აბსოლუტურად ჩვენი პოზიციაა“, – თქვა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში