დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰააგის სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების თანახმად, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა უგანდის წარმომადგენელ სოლომი ბალუნგი ბოსას, პერუს წარმომადგენელ ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსას, ბენინის წარმომადგენელ რეინე ადელაიდა სოფი ალაპინი განსუსა და სლოვენიის წარმომადგენელ ბეტი ჰოლერს.
„ეს ოთხი პირი აქტიურად იყო ჩართული ჰააგის სასამართლოს უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებში აშშ-ისა თუ ჩვენი მოკავშირე ისრაელის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პოლიტიზებულია და ამტკიცებს, რომ უფლება აქვს, გამოიძიოს, ბრალი დასდოს და დასაჯოს შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
რუბიოს თქმით, ალაპინი განსუმ და ბეტი ჰოლერმა მიიღეს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.
სოლომი ბალუნგი ბოსა და ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსა კი ჩართულები იყვნენ 2020 წელს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ სავარაუდო ომის დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების დაწყების უფლება მისცა.
ჰააგის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, ძირი გამოუთხარონ საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობას, რომელიც იმედსა და სამართლიანობას აძლევს „წარმოუდგენელი სისასტიკის“ მილიონობით მსხვერპლს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოიძახეს ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში პუტინს ეახლა და პირდაპირი მნიშვნელობით, ხელებს უკოცნიდა მას

თეონა აქუბარდია: ალიევი თბილისში ბოლოს ღარიბაშვილის დროს, 2023 წელს იყო, მისი ჩამოსვლა მოულოდნელია, დაანონსებული არ ყოფილა – გეოპოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთვის უპირობო შესაძლებლობები იცვლება, ჩვენი ქვეყანა კი რეალობას მოწყვეტილია