პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილს, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნა, ფორმულასთან საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პირველად უპასუხა.
მისი თქმით, ვაშინგტონმა ნათლად დასახა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ აშშ-სთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის.
„აშშ-მა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად უდგება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამ კვირაში ვაშინგტონში ყველაზე დიდ ქართულ ბიზნეს დელეგაციას ელოდებიან. ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ მას”, — წერს სახდეპის წარმომადგენელი ფორმულას
უწყება განმარტავს, რომ საჯარო კომენტარს დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე არ გააკეთებს.
ირაკლი კობახიძის წერილის ადრესატები ამერიკის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი იყვნენ. „ოცნების“ პრემიერმა დონალდ ტრამპისგან მეტი ყურადღება ითხოვა. წერილს ოცნების ერთპარტიული პარლამენტის წერილიც მოჰყვა, რომლითაც MEGOBARI აქტი გააკრიტიკეს.