დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა – განახლებადი

აშშ-ის პრეზიდენტი და ს პრეზიდენტი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს.
ისინი ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ ერთმანეთს ავიაგამანადგურებლებით გარშემორტყმულ წითელ ხალიჩაზე. გადაიღეს ფოტოები, თუმცა ჯერჯერობით პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებიათ.
CNN-ის ცნობით, ორმხრივი შეხვედრა უკვე დაიწყო.
თავდაპირველი ცნობით, უნდა ყოფილიყო მხოლოდ ტრამპი-პუტინის შეხვედრა ერთი ერთზე, თუმცა საბოლოოდ -ს მხრიდან ტრამპთან ერთად შეხვედრას ესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
რუსეთის მხრიდან კი შეხვედრას პუტინთან ერთად ესწრებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
შეხვედრა სავარაუდოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არ უპასუხა კითხვას, დათანხმდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტას ში.
cnn-ის თანახმად, როცა მას ჟურნალისტებმა გასძახეს, „შეწყვეტს თუ არა მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას“, პუტინმა ჟესტით მიანიშნა, რომ კითხვა ვერ გაიგონა.
რა უნდა ვიცოდეთ შეხვედრაზე:
ეს აშშ-ში პუტინის პირველი ვიზიტია 2015 წლის შემდეგ, როცა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას დაესწრო. შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები (ბაიდენი და პუტინი) ბოლოს 2021 წლის ივნისში, ჟენევაში შეხვდნენ ერთმანეთს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ და იმ ფონზე, როდესაც ჰააგის სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გამოცემული, რუსეთის ლიდერს ბევრ ქვეყანაში არ ჩაესვლება. თუმცა აშშ არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი და არ აქვს ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ვალდებულება, არც ნება.
შეხვედრის ადგილად ალასკის შერჩევა მოსკოვში მეზობლობის გეოგრაფიული ფაქტორით ახსნეს. ამასთან, ანკორიჯი ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან თითქმის თანაბრადაა დაშორებული. ადგილი ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობისაა.
„პარასკევს რუსეთში მივდივარ“, — შეეშალა ტრამპს 11 აგვისტოს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
1867 წლამდე, ვიდრე აშშ 7,2 მლნ დოლარად იყიდდა, ალასკა რუსეთის ტერიტორია იყო.
იმავე პრესკონფერენციაზე ტრამპმა არ გამორიცხა რუსეთსა და უკრაინას შორის „ტერიტორიების გაცვლა“. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინას ამ დროისთვის არ აქვს ოკუპირებული რუსეთის ტერიტორია, საუბარია, უკრაინისვე ტერიტორიების გაცვლაზე. მოსკოვს გაცხადებული პრეტენზია აქვს უკრაინის ოთხი რეგიონზე, — დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე, — რომლებიც კონსტიტუციაში შეტანილი და პუტინის ხელმოწერილი ცვლილებებით, რუსეთის „შემადგენლობაში შევიდა“, თუმცა სრულად ვერ აკონტროლებს.
სრულმასშტაბიანი ომის სამი წლის შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის 20%-მდე, (2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით აკონტროლებდა 7%-ს), მათ შორის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვი და ხერსონის სამხრეთ რეგიონები. ამ დროისთვის რუსეთი აკონტროლებს მთელ ლუგანსკს, დონეცკის უმეტეს ნაწილს და ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაახლოებით 70-70%-ს. მედიაში განიხილება სამშვიდობო შეთანხმების რამდენიმე ვერსია, მათ შორის:
· მოსკოვმა დათმოს ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაკავებული ტერიტორიები მთელი დონბასის სანაცვლოდ, რაც ნაკლებ სავარაუდოა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ისედაც აქვს სამხედრო წინსვლა დონბასში, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის ნაწილად აქვს გამოცხადებული;
· რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას დონბასის სანაცვლოდ;
· უკრაინას დაუბრუნდეს სუმისა და ხარკოვის ოლქებში რუსეთის მიერ ოკუპირებული მცირე ტერიტორიები.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე ნებისმიერი შეთანხმება მკვდარშობილია და მშვიდობას არ მოიტანს, ასევე უარყო ტერიტორიების გაცვლის იდეა.
ს მოკავშირე ევროპული ქვეყნების პოზიციაა, რომ მოლაპარაკებების საწყისი წერტილი ცეცხლის შეწყვეტა იყოს მიმდინარე კონტაქტის ხაზზე.
The Telegraph-ის ცნობით, დონალდ ტრამპი გეგმავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის სანაცვლოდ პუტინს შესთავაზოს ეკონომიკური სტიმულების მთელი რიგი, მათ შორის ალასკის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა, ოკუპირებულ უკრაინის მიწებზე სასარგებლო წიაღისეულზე წვდომა და რუსეთის საავიაციო სექტორისთვის სანქციების ნაწილის მოხსნა.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების მომზადებაში ჩართულია აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, რომელიც სწავლობს, რა ეკონომიკურ დათმობებზე შეიძლება წავიდეს აშშ, რათა დააჩქაროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა.
ალასკის შეხვედრამდე ტრამპი ევროპელებს დაჰპირდა, რომ ტერიტორიულ დათმობებზე მოლაპარაკებებს მხოლოდ უკრაინა გამართავს.
მისი თქმით, ანკორიჯში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულებაზე რუსეთის პირობების გასარკვევადაა, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად კი დამატებითი შეხვედრები იქნება საჭირო.
ტრამპი დარწმუნებულია, რომ შეხვედრის პირველ ორ წუთში მიხვდება, შესაძლებელია თუ არა გარიგების მიღწევა.
შეხვედრის შემდეგ ს და ევროპელ ლიდერებს დაუკავშირდება.
„ფსონი მაღალია“, — დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, ალასკისკენ გზად.
„მართალია, ფსონები ძალიან მაღალია. მთავარი ის არის, რომ ამ შეხვედრამ უნდა გახსნას რეალური გზა სამართლიანი მშვიდობისკენ და არსებითი საუბრისკენ ლიდერებს შორის სამმხრივ ფორმატში – უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთის მხარე. დროა, ომი დასრულდეს და საჭირო ნაბიჯები რუსეთმა უნდა გადადგას. ამერიკის იმედი გვაქვს“, — დაწერა ზელენსკიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ალასკაზე ჩავიდა ტანსაცმელზე წარწერით — СССР.