UFC-ის ყოფილი ჩემპიონი დაღესტნიდან ხაბიბ ნურმაგომედოვი დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა და 2024 წლის არჩევნებში ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა, მარინა ახმედოვამ.
ამ შეხვედრაზე, რომელიც ნიუიარკში 2 ივნისს UFC-ის საჩემპიონო ორთაბრძოლების დროს გაიმართა, ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ღაზის სექტორში ომის შეჩერება სთხოვა.
“და მას (ნურმაგომედოვს) საერთოდ არ აინტერესებს, რომ ამერიკა ომშია თავის ქვეყანასთან, რუსეთთან. ნურმაგომედოვს არ აინტერესებს რა ხდება ბელგოროდის რეგიონში, მხოლოდ პალესტინაზე ფიქრობს, რადგან იქ მუსლიმი ძმები არიან და ბელგოროდში ურწმუნოები”, – წერს ახმედოვა თავის ტელეგრამის არხში.
ახმედოვამ გაიხსენა ასევე ის ფაქტი, რომ გასული წლის ოქტომბერში ისრაელის საწინააღმდეგო პროტესტის დროს, ნურმაგომედოვმა მხარი დაუჭირა მაჰაჩყალის აეროპორტის დაკავებას.
“ვინ არის ნურმაგომედოვი, დაღესტნის ახალგაზრდობის გმირი? რა თქვა ოდესმე ჭკვიანური? არაფერი! მებრალება ნურმაგომედოვი. ეგეც არის რა გმირი, რომლის გამო ახალგაზრდები აეროპორტში დარბიან და თვითმფრინავის ძრავაში ებრაელებს ეძებდნენ“, – განაცხადა მარინა ახმედოვამ.
2023 წლის 29 ოქტომბრის საღამოს მაჰაჩყალის აეროპორტი დაიკავა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რომლებიც თელ-ავივიდან სატრანზიტო რეისზე მგზავრების პოვნას ცდილობდნენ. ამბოხებულები აპროტესტებდნენ ისრაელის ქმედებებს ღაზას სექტორში და მოითხოვდნენ ებრაელების გაძევებას ამ რეგიონიდან.
ნურმაგომედოვმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა 2 ივნისს ნიუარკში UFC-ის ტურნირზე ისაუბრეს ერთმანეთში. ამ ტურნირზე ნურმაგომედოვი მხარს უჭერდა თავის თანამემამულეს, დაღესტნელ მებრძოლ ისლამ მახაჩოვს, რომელმაც მსუბუქი წონაში ჩემპიონის ტიტული ამერიკელი დასტინ პორიეს დამარცხებით დაიცვა. მედიის ცნობით, ნურმაგომედოვმა ტრამპს უთხრა: “ვიცი, რომ პალესტინის ომს შეაჩერებთ.” რაზეც ტრამპმა უპასუხა: „დიახ, ჩვენ ამას შევაჩერებთ! მე შევაჩერებ ომს შევაჩერებ!“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ნაფიცმა მსაჯულებმა სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნეს.
რაც შეეხება მარინა ახმედოვას, ცნობილია, რომ იგი 2014 წლიდან აშუქებდა რუსეთის მიერ მხარადჭერილ ომს დონბასში და საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის პროპაგანდის გავრცელებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერისთვის.
· 2014 წლის 12 აპრილს რუსულმა ჯარმა და ადგილობრივმა კოლაბორაციონისტებმა უკრაინაში, დონეცკის რეგიონში ქალაქები სლავიანსკი, კრამატორსკი და დრუჟკოვკა აიღეს.
· მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა, გამოაცხადა, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციას იწყებს.
· ასე გაჩაღდა უკრაინაში ომი, რომელსაც წინ პრორუსული აქციები და ქვეყნის აღმოსავლეთით ადმინისტრაციული შენობების დაკავება უძღოდა. ეს რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით ხდებოდა. რუსული პროპაგანდა ამ პერიოდს „რუსულ გაზაფხულს“ უწოდებს.