დომინოს პრინციპი მაღრიბიდან მაშრიყამდე

ტუნისის ყოფილი ლიდერის გენერალ ზინ ელ აბიდინ ბენ ალიზე დაპატიმრების ორდერი უკვე გაცემულია, რიგში – ნობელის პრემიის ლაურეატი, „უკანასკნელი ეგვიპტელი ფარაონი“ ჰოსნი მუბარაქია.
ექნება თუ არა „დომინოს პრინციპი“ ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციებს? ეს შეკითხვა დღეს აქტუალურია არა მხოლოდ მაღრიბიდან მაშრიყამდე, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ავტორიტარიზმი, სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია და ინფლაცია წლებია გადაუჭრელ პრობლემად იქცა.
ბენ ალი – 24 წელი მართავდა ტუნისს, მუბარაქი – 31 წელი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი. რევოლუცია ტუნისში 2010 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და 2011 წლის 14 იანვარს პრეზიდენტის გაძევებით დასრულდა.
მღელვარებას ეგვიპტეში 25 იანვრიდან მიეცა მასიური ხასიათი და უკვე 11 თებერვალს „უკანასკნელი ფარაონი“ გადადგა.
მუბარაქი არ იყო ჩვეულებრივი ფიგურა და მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი, არა მარტო ეგვიპტის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და გაძლიერებაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ვფქირობ არასწორი იყო თვალის დახუჭვა იმ რეალობაზე, რაც ეგვიპტეში იყო ნინო ბურჯანაძე
საერთო ჯამში, ორივე ქვეყანაში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 5500-ზე მეტი დაიჭრა. პარლამენტის ყოფილი თავmჯდომარე, ნინო ბურჯანაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საერთაშორისო თანამეგობრობის ნაბიჯების დინამიკას აკრიტიკებს
“რა თქმა უნდა, მუბარაქი არ იყო ჩვეულებრივი ფიგურა და მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი, არა მარტო ეგვიპტის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და გაძლიერებაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ვფქირობ არასწორი იყო თვალის დახუჭვა იმ რეალობაზე, რაც ეგვიპტეში იყო.
და, რაც გამოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაკეთებული განცხადებების დინამიკაში. პირველ დღეებში განცხადებები კეთდებოდა და აქცენტი იყო გაკეთებული მუბარაქზე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორზე; და არცერთი სიტყვა არ იყო თქმული, იმასთან დაკავშირებით, რომ ეგვიპტე ძალიან შორს იყო ელემენტარული დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს სტანდარტებისაგან.
და მხოლოდ მას შემდედ, რაც პროტესტი ძალიან გაღვივდა, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაიწყო აქცენტების გაკეთება დემოკრატიაზე.“
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კრიტიკას იზიარებს, მისი აქტიური ოპონენტი, ყველაზე გავლენიანი პროსახელისუფლებო ჯგუფის „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლევან რამიშვილი.
ამ ჯგუფს მთავრობასა და პარლამენტში ისეთი გავლენიანი ფიგურები წარმოადგენენ, როგორებიც შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები არიან.
ლევან რამიშვილის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის პასიურობამ განაპირობა ის, რომ ჯერჯერობით, ზუსტად ვერავინ ამბობს, როგორი იქნება და საით გადაიხრება ეგვიპტე მუბარაქის გარეშე.
ძალიან მასშტაბური ცვლილება ხდება ახლო აღმოსავლეთში. ჩემი აზრით, აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა ამისთვის ბარაქ ობამას ადმინისტრაცია და ამის გამო საკმაოდ მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა. ამერიკელები ტუნისშიც და ეგვიპტეშიც ბოლო მომენტში ცრდილობდნენ საკუთარი პოლიტიკის კორექტირებას. ლევან რამიშვილი
„ჯერ, საკმაოდ ძნელია იმის თქმა, საბოლოო ჯამში რასთან გვქონდა საქმე: ეს იყო თეირანი-1979 თუ ეს იყო 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციები ან თუ გნებავთ ბოლო ფერადი რევოლუციების მსგავსი მოვლენა.
ფაქტი ის, არის რომ ძალიან მასშტაბური ცვლილება ხდება ახლო აღმოსავლეთში. ჩემი აზრით, აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა ამისთვის ბარაქ ობამას ადმინისტრაცია და ამის გამო საკმაოდ მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა.
ამერიკელები ტუნისშიც და ეგვიპტეშიც ბოლო მომენტში ცრდილობდნენ საკუთარი პოლიტიკის კორექტირებას. გარკვეულწილად, ეს ალბათ არის რეაქცია პრეზიდენტ ბუშის დოქტრინაზე, რომელიც დემოკრატიის გავრცელებას ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტად ხედავდა.
ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრი აკრიტიკებს მას იმის გამო, რომ სხვადასხვა დიქტარორებთან, იქნება ეს პუტინი, ჰუ ძინტაო თუ ჩავესი, ცდილობს უფრო გადატვირთვის პოლიტიკა გაატაროს და ერთგვარად დააშოშმინოს ისინი.“
ალჟირის, ლიბიის, იორდანიის, იემენის, ლივანისა და სუდანის მმართველი ელიტები უკვე ცდილობენ ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციებიდან გაკვეთილის გამოტანას.
რა დასკვნებს აკეთებენ ამ მოვლენებიდან საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ერთ-ერთი იმ პოლიტიკურ ლიდერთაგანია, რომელიც საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, თუნდაც რევოლუციის გზით აქტიურად უჭერს მხარს.
„სახალხო კრების“ ეგიდით, ყველა დიდ ქალაქში უკვე დაფუძნდა დაუმორჩილებლობის კომიტეტები, რომლებმაც სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებიდან წასვლა უნდა დააჩქარონ. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მსგავსი რევოლუციის ალბათობა საქართველოში საკმაოდ დიდია