მწერალი, ჟურნალისტი დათო გორგილაძე:
“ქართული ოცნების” ხელში აღარაფერი იქნება კარგად.
პირიქით, ყველაფერი იქნება უფრო და უფრო ცუდად.
დომინოს პრინციპით წაიქცევა ადამიანისა და მოქალაქის ყველა უფლება, ღირსების განცდა და მომავლის იმედი.
ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ყველაფერი ჯოჯოხეთურ ყოველდღიურობამდე არ მივა. უწონადობამდე, სადაც ადამიანი კი არ ცხოვრობს და ქმნის, არამედ არსებობს და ვერ ივიწყებს, რომ ამ არსებობის უფლება იქამდე აქვს, სანამ ჩუმადაა.
“ქართული ოცნება” თხემით ტერფამდე ბოროტებაა და შეუძლებელია მსგავსი მასშტაბის ბოროტებიდან რაიმე სიკეთე გამოდნეს.“




