მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „რეალის“ 4:0 განადგურების შემდეგ, პსჟ-ს მწვრთნელს, ლუის ენრიკეს სახელდახელო ინტერვიუ საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კლოდ მაკელელემ ჩამოართვა, რომელიც ამჟამად DAZN-ის საფეხბურთო ექსპერტია:
„როგორ უნდა შეგვაჩერონ? შენ ხომ გყავს შვილები. შეიძლება მათ თამაში მობეზრდეთ? ჩვენ დომინანტი გუნდი ვართ. მწვრთნელის ამოცანაა მოთამაშეები სასარგებლონი იყვნენ, რითაც გულშემატკივრებმა სიამოვნება უნდა მიიღონ. ბურთის ფლობა გვიყვარს. მეტოქეებს იგივეს გაკეთება უჭირთ.
„რეალთან“ ასეთი მატჩის ჩატარება ყოველთვის რთულია. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და კმაყოფილები ვართ. მაგრად დამცხა. განსაკუთრებულ სეზონს ვატარებთ, ეს განუმეორებელი მომენტია. ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებთ. ამას ვეცდებით. ერთი ნაბიჯი დაგვრჩა. „ჩელსიმ“ მთელი ტურნირის მანძილზე თავი კარგად წარმოაჩინა. ახლა აღდგენა და მომზადება გვჭირდება. მიზანთან ახლოს ვართ. ისტორიის დაწერა გვსურს, შემდეგ კი დასასვენებლად წავალთ“.
ესპანელმა სპეციალისტმა კომენტარი „გარდიანთანაც“ გააკეთა: „ჩემი ტელეფონი „ბარსელონას“ გულშემატკივრების შეტყობინებებით გაივსო, რაც ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე მეტყველებს. არ დაგვიმუხრუჭებია, მაგრამ, რა თქმა უნდა, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ფეხბურთელებისთვის კრუნჩხვების და გადაღლილობის რისკი არსებობდა. სამი დღის მერე გადამწყვეტი დაპირისპირება გვაქვს და ვფრთხილობდით. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ შეჩერებას“.
„პარი სენ ჟერმენმა“ ბოლო 11 მატჩიდან 10 საერთო ანგარიშით 33:4 მოიგო.
ოფიციალურად: “ლიონი” მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
ლუის ენრიკე: პაჩოს შემთხვევაში წითელი ბარათი იყო, ერნანდესის გაძევებისას კი…
“ასეთი ჯილდოები არ მაინტერესებს, მაგრამ…” – რა თქვა ლუის ენრიკემ
“კვარაცხელიამ “ინტერთან” ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა” – პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ – ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
ლუის ენრიკე: ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ
ეს გუნდი პსჟ არაა – ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
