დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ თანამშრომლებს ტიტუშკები თავს დაესხნენ. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კადრებში ჩანს, რომ ტიტუშკები მოქალაქეებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 15:00 საათიდან 18:00 საათამდე საქართველოს მასშტაბით ასობით კომპანია გაიფიცა. გაფიცული მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდნენ.
