დოლიძე: გირჩის ფსიქოლოგიური სისუსტეების გამოყენება ხდება ქართული ოცნების მხრიდან

საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს ქართულ ოცნებას ძალიან უჭირს, ესე უნდა აღვიქვათ იმიტომ, რომ თავადვე როდესაც ეს მიიღეს ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო კარგი საშუალება წარმოეჩინათ საკუთარი თავი, რომ იყვნენ პროგრესულები, პროდასავლურები.
მაშინ მახსოვს საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობდნენ კიდევაც, რომ თურმე როგორი პროგრესული ყოფილა და ანუ იმდენად რთულად აქვთ მათ საქმე დღეს, რომ როგორც ჩანს ყველანაირი ელფერის ჩამოხსნას, რომ ან დასავლურები არიან ან პროგრესულები, არიან მზად ეს ყველა ქულა დაკარგონ ოღონდ ძალაუფლებაში დარჩენის მექანიზმები გაინაღდონ.
ამ გარიგებაში, ამ ფარსში მონაწილე მეორე მხარეზე საერთოდ არაფრის დამატება არ მინდა… როდესაც სჭირდებათ აი ასე მეხამრიდივით გამოიყენებენ ს პარტიას, რომელსაც თან, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები აქვთ იმიტომ, რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ასე სძულდეს ქალები შექმნიდანვე საქართველოში მეტი არ არსებობს.
მართლა ასეა, იქ ვიღაცებს რომ ეძახიან ბნელებიო, იმათზე უარესები არიან ესენი. ამათ შექმნისთანავე კვოტები ხომ არ მოსწონდათ, ყველა ქალები ხომ გარიცხეს… ეს ნიშნავს, რომ ქალის არსებობა, როგორც ჩანს, მათ საკუთარ რწმენაში კითხვის ნიშნებს სვამს, თორემ რა პრობლემა უნდა იყოს შენთვის, ძლიერი კაცისთვის, რომ ქალი გყავდეს გვერდით პარტიულ სიაში.
ამ პარტიის ფსიქოლოგიური სისუსტეების გამოყენება ხდება ქართული ოცნების მხრიდან საკუთარი დღის წესრიგისთვის.
თქვა ხალხის პარტიის თავმჯდომარემ, მ ტვ პირველის ეთერში.
დღეს, 1 აპრილს გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება