ამერიკული ვალუტა კვირა კლებით დაიწყო. დოლარი ევროსთან და სხვა ვალუტებთან მიმართებაში კარგავს პოზიციებს ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინების ფონზე. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დოლარის ინდექსი 0.1%-ით დაეცა 97.083-მდე, რაც ყველაზე დაბალი ნიშნულია ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ევროს კურსი 1.1732 დოლარამდე გაიზარდა, რაც 2021 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინვესტორები ელოდებიან, რომ FED შემოდგომისთვის მონეტარული პოლიტიკას შეარბილებს, გაიზარდა ოპტიმიზმი, რომ აშშ მალე დაასრულებს ტარიფებზე მოლაპარაკებებს ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან.
FED-ის სხდომა ივლისშია დაგეგმილი.
