დოლარის შესუსტების ფონზე ოქრო გაძვირდა

25 ნოემბერს დოლარის შესუსტების ფონზე ოქრო გაძვირდა.
ნიუ-იორკის Comex ბირჟაზე ოქროს ფასი 0,3%-ით გაიზარდა და უნციაზე 1999,6 დოლარი შეადგინა.
ICE ბირჟის მიერ გამოთვლილი DXY ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს დოლარის ღირებულებას მსოფლიოს ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებით, პარასკევს ვაჭრობისას 0,5%-ით დაეცა. სუსტი დოლარი ზრდის ოქროს საინვესტიციო მიმზიდველობას სხვა ვალუტის მფლობელებისთვის.
„ოქროს ფასების ბოლო ზრდა განპირობებულია იმ იმედით, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს აღარ გაზრდის“, – წერენ ანალიტიკოსები.