დოლარის ეპოქის დასასრული ახლოვდება – The New York Times

„უახლოეს მომავალში ამერიკულმა დოლარმა შესაძლოა მსოფლიოში დომინანტური როლი დაკარგოს. ამერიკული ვალუტა აღარ იქნება გლობალური ფინანსებისა და ვაჭრობის საფუძველი აუთსორსინგის, ჩინეთისა და კრიპტო აქტივების მეშვეობით“, ამის შესახებ The New York Times-თან ინტერვიუში უოლ სტრიტის „ვეტერანმა“ დიკ ბოვმა თქვა, რომელიც ფინანსურ ანალიტიკოსად ზედიზედ 54 წელი მუშაობდა. ბოვი თვლის, რომ დოლარის ეპოქის დასასრული ახლოვდება.
ექსპერტების პროგნოზით, ასეთი სცენარი განვითარდება რამდენიმე მიზეზის გამო:
შტატებს ძალიან სურთ აუთსორსინგი, თავიანთი პროდუქციის კონცენტრირება სხვა ქვეყნებში;
ჩინეთის ეკონომიკამ ზომით გადააჭარბებს -ს;
კრიპტოვალუტების განვითარება.
ბოვას თქმით, აუთსორსინგის ტენდენციამ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით ჩინეთს, მეტი კონტროლი მისცა საერთაშორისო წარმოებაზე, გლობალურ ეკონომიკასა და გლობალურ ფულად ნაკადებზე. და ეს იყო ის საყრდენები, რასაც დოლარის გლობალური დომინირება ეყრდნობოდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში.
ბოვის თქმით, მის კოლეგებს „არ სურთ უკბინონ იმ ხელს, რომელიც მათ კვებავს “ და ამიტომ, თავიანთი განცხადებებით ტრადიციული ფინანსური სისტემის შენარჩუნებას ცდილობენ.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით, დოლარის აქტივები კვლავ მსოფლიოს საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 60%-ს (სსფ-ის მიხედვით) შეადგენს.