დოლარებში ანგარიში გაუუქმდათ, ვიზა და მასტერქარდი გაეყინათ – რომან გოცირიძე

ევროოპტიმისტების წევრი, ვახტანგ გომელაურის კომენტარს ასე ეხმაურება:
„ზუსტად ისაა, რასაც ვამბობდით.
რა გავიგეთ ამ მოკლე კომენტარიდან: სრული საერთაშორისო იზოლაცია. დოლარებში ანგარიში გაუუქმდათ, ვიზა და მასტერქარდი გაეყინათ, უცხოურ ვალუტაში ტრანსაქციებს სამუდამოდ დაემშვიდობნენ ( მაგნიტსკის სიიდან ამოღების მექანიზმი არ არსებობს). ორი გზა აქვთ ლარში შიდა ანგარიშწორების განხორციელების. ერთია ლარის პლასტიკური ბარათის გამოყენება, მაგ. ლიბერტი ბანკის საპენსიო ბარათისა, ან -მ აიღო კორპორატიული ბარათები სამინისტროს სახელზე და გადასცა მათ. ეს უკვე მთავრობის მხრიდან მაგნიტსკის სიის ფიგურანტებისადმი ფარული დახმარება და სანქციების გვერდის ავლის მექანიზმის შექმნაა. თუ ასეა, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს