„დოიჩე ველე“ – დრონებით თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა

დრონებით თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, ხანძარი მოსკოვის ოლქის ქალაქ შატურაში მდებარე ს ერთ-ერთ უძველესი თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩნდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 23 ნოემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის თავზე ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ასევე, ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს ქვეყნის ტერიტორიაზე 75 დრონი გაანადგურეს.